გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძის შეძენით კიდევ ერთი გრანდი ინტერესდება

გააზიარეთ

მას შემდეგ, რაც ლიონი, ფინანსური დარღვევების გამო, ლიგა 2-ში დააქვეითეს, ცხადია რურისპირელთა გუნდის ლიდერებზე უცხოური კლუბების მოთხოვნა გაიზარდა. ქართველი ქომაგებისთვის განსაკუთრებით საინტერესო გიორგი მიქაუტაძის მომავალია.

“გვიყვარს ბომბარდირის” შესახებ, ბევრი იწერება. ტოტენჰემის და რომას ინტერესის შესახებ ცნობილი იყო. რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელ ტვიტერზე რამდენიმე იტალიერმა სპორტულმა ინსაიდერმა დაწერა, რომ ქართველი ფორვარდის შეძენით ტურინის იუვენტუსიც არის დაინტერესებული.

“მიქაუტაძემ, რომლემსაც ლიგა 1-ში, ევროპალიგასა და საფრანგეთის თასზე 17 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა, ინგლისის პრემიერლიგის კლუბების გარდა, იუვენტუსის ყურადღებაც მიიპყრო.

ლიონში არსებულმა კრიზისმა ნიჭიერი ქართველის ტრანსფერი შესაძლოა დააჩქაროს. ტოტენჰემი ფრანგულ კლუბს უახლოეს კვირებში კონკრეტული წინადადებით მიმართავს. ლონდონელები ისეთი ფორვარდის ძიებაში არიან, რომელიც მიესადაგება პერმიერლიგის კონკურენტულ და დინამიურ სათამაშო სისტემას, თუმცა, ფეხბურთელზე ასევე ფიქრობს “ბიანკონერიც”, – წერს იტალიური მედია

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები