გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

მოდრიჩის შემდეგ სნუპიც – სუონსის მეორე დიდი თანაინვესტორი ჰყავს

გააზიარეთ

აპრილში ლუკა მოდრიჩმა გამოაცხადა, რომ სოუნსის თანაინვესტორი გახდა, თუმცა ალბათ ვერც ინგლისური გუნდის ქომაგები იფიქრებდნენ, რომ ხორვატი ვარსკვლავი ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო.

ცოტა ხნის წინ ლეგენდალურმა ამერიკელმა რეპერმა სნუპ დოგმა დაადასტურა, რომ სოუნსის თანამეწილე ხდება და გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს:

“მეგობრებმა და ახლობლებმა იციან, რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ჩემი დამოკიდებულება კი იმ დონემდე მივიდა, რომ კლუბის თანამფლობელი გავხდი!

სოუნსი მშრომელი ხალხის ქალაქია, რომელიც “იკბინება”. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ კლუბს დავეხმარო!”, – განაცხადა ამერიკელმა რეპერმა.

სნუპმა ცოტა ხნის წინ კლუბის ახალი სეზონის ფორმის პრეზენტაციაშიც მიიღო მონაწილეობა. სოუნსიში იმედოვნებენ, რომ ამერიკელი რეპერის წყალობით გუნდის პოპულარობა გაიზრდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები