გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ფრანგული მედია: მიქაუტაძის მომავალი გადაწყდა

გააზიარეთ

მას შემდგომ, რაც გიორგი მიქაუტაძემ მშობლიურ ლიონში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღებაც მიიპყრო. ამას ისიც დაემატა, რომ ლიონი ლიგა 2-ში დააქვეითეს, რაც ტრანსფერს თითქმის გარდაუვალს ხდიდა, თუმცა სიტუაცია მას შემდგომ შეიცვალა, რაც ლიონის საჩივარი დაკმაყოფილდა და გუნდმა უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

მიუხედავად ამისა, მიქაუტაძეს მსურველები მაინც ჰყავდა, როგორც ესპანეთიდან, ასევე იტალიიდან და ინგლისიდან, რის გამოც ფრანგულ მედიაში გიორგის საკითხი აქტუალურობას ინარჩუნებდა.

ფრანგული გამოცემა Le progress იტყობინება, რომ ლიონმა პრობლემების მოგვარების შემდგომ მიქაუტაძის შენარჩუნება გადაწყვიტა – ფრანგები ქართველი ფორვარდის გასხვისებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აღარ აპირებენ.

გარდა იმისა, რომ გუნდმა დაქვეითების საკითხი მოაგვარა, მიქაუტაძის შენარჩუნების კიდევ ერთ მიზეზს უკვე გაშვებული ორი ლიდერი იძლევა – ალექსანდრ ლაკაზეტიმ და რაიან შერკიმ ლიონის რიგები დატოვეს.

ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ მიქაუტაძის სანაცვლოდ ლიონი კოლოსალურ შეთავაზებას მიიღებს, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები