გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“ყველაფრის მოგება შეგვიძლია, რაც შესაძლებელია.” – ირაკლი აზაროვი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი, დონეცკის შახტართან ერთად წარმატებით გავიდა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ფინურ ილვესთან გასამართი საპასუხო შეხვედრა (0:0) შეუცვლელად ჩაატარა. პირველი მატჩი შახტარმა დიდი უპირატესობით – 6:0 მოიგო.

შეხვედრა ფინეთის ქალაქ ტამპერეში შედგა. აღსანიშნავია, რომ მოედანზე გამოჩნდა მეორე ქართველი ლეგიონერიც, გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელმაც მატჩში ჩართვა 55-ე წუთზე შეძლო.

შახტარი შემდეგ ეტაპზე თურქულ გრანდს, ბეშიქთაშს დაუპირისპირდება. მატჩები 24 და 31 ივლისს გაიმართება.

მატჩის შემდეგ აზაროვმა მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

გამოუყენებელ მომენტებზე:

„ხელოვნური საფარი გვქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის წინ ვივარჯიშეთ იქ, ბოლომდე შეგუება მაინც გაგვიჭირდა. კონცენტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვქონია, უბრალოდ ცოტა იღბალიც გვჭირდებოდა. ამინდი ძალიან ცხელი იყო, თუმცა ამას დღეს ფეხბურთში გადამწყვეტი როლი აღარ აქვს — ნებისმიერ პირობებში უნდა გეძლეოდეს თამაშის საშუალება. ვფიქრობ, კარგი თამაში გვქონდა, მაგრამ ფორტუნა ჩვენს მხარეს არ აღმოჩნდა. ახლა ვაგრძელებთ მზადებას და ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.“

მთავარ მწვრთნელსა და სეზონზე:

„არდა თურანი წარსულში დიდებული ფეხბურთელი იყო და მას კარგად ესმის, როგორ მოტივაცია გაუწიოს გუნდს. ის იცის, როგორ მოამზადოს თითოეული მოთამაშე კონკრეტული შეხვედრისთვის. ფეხბურთელებს შორისაც კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მჯერა, რომ ეს სეზონი ჩვენთვის განსაკუთრებული იქნება. თუ ცოტა იღბალიც დაგვეხმარება, ყველაფრის მოგება შეგვიძლია, რაც შესაძლებელია.“

ბეშიქთაშზე:

„ბეშიქთაში ძლიერ და ტრადიციულ კლუბად ითვლება, თუმცა არც ჩვენ ვართ სუსტი გუნდი. გასულ წელს ამხანაგურადაც ვითამაშეთ მათთან, მაგრამ ახლა ბევრია შეცვლილი – როგორც მათთან, ისე ჩვენთან. ბეშიქთაშს ახალი მწვრთნელი ჰყავს და რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელიც შეემატა. საინტერესო დაპირისპირება გველის და ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი.“

აზაროვს, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 19 მატჩი აქვს ჩატარებული (4 საგოლე გადაცემა), შახტარში უკვე მესამე სეზონია თამაშობს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები