გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მორიტას ტრავმა, ქოჩორას შანსი და ლიდერი სპორტინგი

გააზიარეთ

მას შემდეგ რაც გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიურ სპორტინგში გადავიდა, მოედანზე ყველაზე დიდი დრო დაჰყო.

პორტუგალიის ჩემპიონატის მესამე ტურში სპორტინგმა მადეირაზე ნასიონალი 4:1 დაამარცხა და გათამაშების ცხრილს ქულადაუკარგავად ლიდერობს. მართალია, ასეთი კიდევ ხუთი გუნდია, მაგრამ სპორტინგს ისეთი ბურთების შეფარდება აქვს, რომ ყველას შეშურდება – 12:1.

ეს ერთი ბურთიც სპორტინგმა დღეს გაუშვა: მესამე წუთზე ნასიონალი დაწინაურდა და ტაიმიც მოიგო. აი, შესვენების შემდეგ ქოჩოთა და მისი თანაგუნდელები აბობოქრდნენ და ოთხი უპასუხო გოლი შეაგდეს. აქედან სამი პედრო გონასელესმა, ვინაც ერთი გოლი კონრად ჰარდერსაც გაატანინა.

ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ მოედანზე დიდი დრო დაჰყო – 32-ე წუთზე ჰიდემასა მორიტა შეცვალა. იაპონელმა ტრავმა მიიღო და ჩვენებურსაც შანსი ამიტომ ერგო. რამდენად გამოიყენა, ან რა სახის ტრავმა აქვს აზიელს, ეს მომავალში გაირკვევა. გიორგი შეფასებაც კარგი ჰქონდა – 7.4. ქოჩორას 40 პასიდან 37 ზუსტი იყო, ხოლო ცხრიდან ექვსი დუელი მოიგო…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები