გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ნინიაშვილის ბოლო ცეკვა

გააზიარეთ

The last dance for Lyon ! ისტორიის ერთი ფურცელი დამთავრდა და ახალი იწყება. გუშინ, დავით ნინიაშვილმა ლიონის მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა და მომავალი სეზონიდან ლა როშელისთვის შეუტევს. ზღვისპირელთა გუნდის  მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული რონან ოგარაა, რომლის ახალგაზრდულ პროექტშიც  ქართველი ფულბეკი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.

ნინიაშვილის და ლიონის ისტორია ლამაზ ზღაპარს გავს.  19 წლის ასაკში საქართველოს პირველი ლიგის (მეორე დივიზიონი)  გუნდიდან  TOP 14-ის გუნდში წავიდა, როგორც ესპუარების (დუბლშემადგენლობა) მორაგბე და მალწ მთავარი გუნდის ლიდერად იქცა. ნინიაშვილმა ლიონს მის პირველივე სეზონში ევროპული ტიტული მოაგებინა.  19 წლის ასაკში  არაოფიციალურ მსოფლიო ნაკრებში (ბარბაროსები) ითამაშა.

ფრანგულმა მიდი ოლიმპიკმა კი, 2022 წლის TOP 14-ის საუკეთესო დებიუტანტად და ახალგაზრდა მორაგბედ აღიარა.

დათუნა ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ უკვე  TOP 14-ში ქართველთაგან ყველა დროის საუკეთესო მელელოვეა.

მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინიაშვილი ლიონში მივიდა, როგორც ბავშვი დიდი ოცნებებით და მიდის დიდი კაცი, რომელიც თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები