გამოგვიწერეთ

რაგბი

ტონგელი მუხიანში

გააზიარეთ

ტონგას ნაკრების ყოფილი მორაგბე სიუა ტაუმალოლო სარაგბო ხვამლში იმუშავებს. იგი მუხიანელთა გუნდის ხაზის მწვრთნელი იქნება.

ტაუმალალოს  საკმაოდ კარგი სამწვრთნელო კარიერა აქვს. სხვადასხვა დროს  მუშაობდა – ტონგას 7-ქალა და 7-კაცა ნაკრებების მთავარ მწვრთნელად, ტონგას რაგბის აკადემიის მენეჯერად, რუსული კრასნი იარის მთავარ მწვრთნელად, რუსეთის რაგბის კავშირის განვითარების დირექტორად და ტონგას რაგბის კავშირის აკადემიის HP მენეჯერად.

მოთამაშის კარიერის განმავლობაში – გრენობლში, ბრისტოლში, ნეასში, სეილ შარქსში, ჰარლიქუენსში,  ბრიდგენდში და ვალეში უთამაშია.

სიუას ტონგას ნაკრებში 26 კეპი აქვს მოხვეჭილი.

გეტყვით იმასაც, რომ მომავალ სეზონში ხვამლს ახალი მთავარი მწვრთნელიც ეყოლება. ლევან დათუნაშვილს რატი ურუშაძე ჩაანაცვლებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად რაგბი