გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ჩემპიონი ქართველები საფრანგეთში

გააზიარეთ

საფრანგეთის ელიტარული მეორე სარაგბო დივიზიონი (PRO D2)  მონტობანის ტრიუმფით დასრულდა. მონტობანმა, რომელმაც რეგულარული სეზონი მექვსე ადგილზე დაასულა, ფინალში პირველადგილოსანი გრენობლი 23:19 დაამარცხა და TOP  14-ში აღზევდა.

ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ქართველმა მიიღო. მონტობანის რიგებში მარქაფიდან ჩაერთო თამაშში კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე.

ისე კი, მონტობანში ოთხი ქართველი მორაგბე ირიცხება და წლევანდელ შეხვედრაში ოთხივემ ითამაშა, ესენია – მირიან ბურდული, ვახტანგ ჯინჭარაძე, ლუკა აზარიაშვილი და ბადრი ალხაზიშვილი.  გრენობლში კი – გიორგი მამაიაშვილი, გიორგი პერტაია, დავით ლაგვილავა, გიორგი ჯავახია და გიორგი კვესელაძე ირიცხებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები