გამოგვიწერეთ

ნაკრები

ოთარ კიტეიშვილი: გვინდა, კაშია ღირსეულად გავაცილოთ

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში კვლავ 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი სანაკრებო შეკრებას საკლუბო მატჩების დასრულების შემდეგ შეუერთდებიან.

შეკრების მიმდინარეობისა და მოახლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა.

ოთარ კიტეიშვილი:

„ცოტა განსხვავებული ხასიათის შეკრებაა. ადრე შევიკრიბეთ და შედარებით მეტი დრო გვაქვს მოსამზადებლად. მნიშვნელოვანია ასევე იმ მხრივ, რომ გურამ კაშიას ბოლო თამაშია და ყველას გვინდა, ეს მატჩი ისე ჩატარდეს, როგორც მას შეეფერება.

რთული მატჩისთვის ვემზადებით. ვიცით, რომ რუმინეთი ძლიერი გუნდია. მათ ბევრი კარგი შეხვედრა ჩაატარეს, მათ შორის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფშიც ითამაშეს. ამ მატჩის მოსაგებად ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა წარმოვაჩინოთ“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბ);

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი);

თავდასხმა: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).

შეგახსენებთ, 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, ბოლო სანაკრებო მატჩს ჩაატარებს; 5 ივნისს კი, ნაკრების მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება.

ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები