გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარას შეუძლია მესის და რონალდუს გვერდით დადგეს

გააზიარეთ

ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საუბარი მიდის, შეუშლის თუ არა ხელს ხვიჩა კვარაცხელიას მსოფლიო ჩემპიონატი „ოქროს ბურთის“ მიღებაში.

გამოცემა goal კი, თვლის, რომ ამ ფაქტმა ხვიჩას ხელი არ უნდა შეუშალოს. სტატიაში აღნიშნულია, რომ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია და, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, „ოქროს ბურთის“ ფავორიტებს შორის უნდა იყოს. და ასაბუთებს, მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშებლობის მიუხედავად, რატომ შეიძლება, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული გახდეს.

ჩვენებურის გამორჩეულ საფეხბურთო თვისებებთან ერთად, გამოცემას ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მაგალითები მოჰყავს, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატები (2010 და 2014) ვერ მოიგეს, ვერც გამოიჩინეს, მაგრამ, „ოქროს ბურთი“ მაინც მოიპოვეს.

„ოქროს ბურთის“ დაჯილოვებამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ გეტყვით რომ, პირველად დაჯილდოების ცერემონიალი პარიზის ნაცვლად ლონდონში გაიმართება.

დაჯილდოება 1956 წლიდან ტარდება და მისი პირველი გამარჯვებული ინგლისელი ფეხბურთელი სტენლი მეთიუზი იყო. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე გადაწყვიტეს ორგანიზატორებმა, რომ საიუბილეო 70-ე დაჯილდოება, სიმბოლურად, ლონდონში ჩაატარონ.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები