გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ოკლაჰომა ფინალთან ერთ ნაბიჯში

გააზიარეთ

ოკლაჰომა სითი 2012 წლის შემდგომ პირველად NBA-ს სუპერფინალში გასვლას უახლოვდება.

დღეს კონფერენციის ფინალების სერიის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ოკლაჰომამ მინესოტა დაძაბულ ბრძოლაში, 128-126 დაამარცხა და ანგარიშით 3-1 წინ გაიჭრა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ოკლაჰომას აწ უკვე MVP-მ, შაი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, რომელმაც 40 ქულას, ცხრა მოხსნასა და ათ შედეგიან პასს მოუყარა თავი, ხოლო მატჩის ბოლო 1 წუთში 5 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

წაგებული გუნდის მხრიდან ნიკელ-ალექსანდრ ვოლკერი გამოირჩა, რომელმაც 23 ქულის ჩაგდება მოახერხა.

ოკლაჰომა სერიის ბოლომდე მიყვანას საშინაო კედლებში ეცდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ინდიანა პეისერსსა და ნიუ იორკ ნიქსს შორის გამარჯვებულს დაელოდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი