გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ონანა ეშმაკებს აღარ სჭირდებათ

გააზიარეთ

მანჩესტერ იუნაიტედის სამომავლო გეგმებში ანდრე ონანას გუნდში ყოფნა აღარ შედის. წითელმა ეშმაკებმა კამერუნელი მეკარე 2023 წელს საკმაოდ ძვირად – 51 მილიონ ევროდ შეიძინეს და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებდნენ, მაგრამ ონანას მანჩესტერული კარიერა მთლად წარმატებული ვერ გამოდგა. კი, ის გუნდის ძირითადი კიპერი გახლდათ, მაგრამ მოლოდინი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ეს ონანამ აჩვენა. მოკლედ, მან გაცემული ავანსები ბოლომდე ვერ გაამართლა.

ჰოდა, მანჩესტერ იუნაიტედმაც 29 წლის მეკარე თურქეთში, კერძოდ კი ტრაპზონსპორში გაანათხოვრა. ონანა თურქულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაჰყოფს, შემდეგ კი გამოჩნდება კვლავ ოლდ ტრაფორდს დაუბრუნდება, ტრაპზონში დარჩება თუ სადმე სხვაგან ამოჰყოფს თავს.

პრემიერლიგაში ანდრე ონანამ 72 მატჩში კარი მშრალად 18-ჯერ შეინახა, 2023-24 წლების სეზონში ასოციაციის თასი მოიგო, ხოლო წინა სეზონში ევროპა ლიგის თასის აღმართვასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ფინალში მანჩესტერი ტოტენჰემთან დამარცხდა.

ანდრე ონანას წითელ ეშმაკებთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი