გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი: კვარაცხელია ისევ ელიტაშია

გააზიარეთ

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა საფეხბურთო გამოცემამ Goal მიმდინარე წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

სიის სათავეში ისევ უსმან დემბელეა, რომელსაც ტურნირში შედარებით გვიან ჩართვა მოუხდა ტრავმის გამო და არც განსაკუთრებული სტატისტიკა ჰქონდა, თუმცა გამომცემლობა მას მაინც ნომერ პირველ ფავორიტად მიიჩნევს.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც სიის პირველ ათეულში ადგილი დაიმკვიდრა. ქართველი შემტევი მე-9 პოზიციაზეა. Goal აღნიშნავს, რომ პსჟ-ს ვარსკვლავი უკვე ზედიზედ მეორე წელია, რაც მუდმივად ოქროს ბურთის რეიტინგში გვხვდება, რაც მისი სტაბილური კლასის მკაფიო ნიშანია.

რეიტინგის პირველი 20 პოზიცია ასე გამოიყურება:

1. უსმან დემბელე (პსჟ)

2. ლამინ იამალი (ბარსელონა)

3. ვიტინია (პსჟ)

4. რაფინია (ბარსელონა)

5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

6. კილიან მბაპე (რეალი)

7. დეზირე დუე (პსჟ)

8. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)

9. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

10. ნუნო მენდეში (პსჟ)

11. პედრი (ბარსელონა)

12. ჰარი კეინი (ბაიერნი)

13. კოულ პალმერი (ჩელსი)

14. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

15. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

16. ვიქტორ დიუკერეში (სპორტინგი)

17. ჟოაო ნევეში (პსჟ)

18. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)

19. მაიკლ ოლისე (ბაიერნი)

20. ბრედლი ბარკოლა (პსჟ)

 

ოქროს ბურთისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის და რეიტინგი შესაძლოა კვლავ შეიცვალოს, თუმცა ის, რომ ხვიჩა უკვე უმაღლეს კონკურენციაში მყარად დამკვიდრდა, ქართული ფეხბურთისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბავია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი