გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ივა გელაშვილი კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს

გააზიარეთ

საქართველოს ჩემპიონმა კლუბმა, იბერიამ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ მალმიოსთან პირველ შეხვედრაში 1:3 წააგო, ხოლო იმ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნული ნაკრების მცველი ივა გელაშვილი შეუცვლელად ასპარეზობდა. თუმცა, საპასუხო მატჩში ის გუნდის შემადგენლობაში აღარ იყო – 23 წლის ფეხბურთელი საბერძნეთში, კერძოდ კი პანსერაიკოსში გადაბარგდა.

ევროტურნირების დაწყებამდე იბერიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ივა გელაშვილი აუცილებლდ დაეხმარებოდა გუნდს, რის შემდეგაც კარიერას სხვაგან გააგრძელებდა.

გელაშვილმა ბერძნულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ივამ იბერიას მაისურით 2023 წლიდან 46 შეხვედრაში ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. კარიერის განმავლობაში გელაშვილი თამაშობდა პრაღის სპარტას აკადემიაში, შემდგომ კი საქართველოს რამდენიმე გუნდში სიონში და დინამო ბათუმში. 2023/24 წლების სეზონში იგი იჯარით იტალიურ სპეციაში ასპარეზობდა.

ცნობისთვის, პანსერაიკოსში წინა სეზონში სხვა ქართველიც თამაშობდა – მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომელიც ამ ზაფხულს ტესალონიკის პაოკში გადავიდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები