გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ოქროს ბურთის მფლობელი რეალში?! – ალონსო ვარსკვლავურ ტრანსფერს გეგმავს

გააზიარეთ

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მადრიდის რეალისთვის საკმაოდ აქტიურია. რაც მთავარია, სამეფო კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელი, ჩაბი ალონსო წარადგინა, ამასთან ერთად კი რამდენიმე ტრანსფერიც განახორციელა.

როგორც მადრიდული გამოცემა AS იტყობინება, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ალონსოსთვის ნათლად გამოჩნდა, რომ დაცვასა და ნახევარდაცვაში გუნდს ხარვეზები აქვს და ამ რგოლების გაძლიერებას საჭიროებს.

სწორედ ამიტომ, რეალმა თვალი ვარსკვლავურ ტრანსფერს დაადგა – მათ მანჩესტერ სიტიდან როდრის წამოყვანა სურთ, რომელსაც ეტიჰადელებთან არსებული კონტრაქტი 2027 წელს ამოეწურება.

მადრიდელებს ნიკოლო ბარელას, ენცო ფერნანდესის და ალექსის მაკკალისტერის სახით სხვა ვარიანტებიც აქვთ, თუმცა პრობლემა ისაა, რომ სამივე მათგანს გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებთ ამჟამინდელ კლუბებთან.

ბუნებრივია, მარტივი არც როდრის ტრანსფერი იქნება, ის პეპ გვარდიოლას გუნდის საკვანძო მოთამაშეა და მანჩესტერში ეცდებიან, ესპანელ ნახევარმცველთან ახალი კონტრაქტი გააფორმონ, თუმცა რეალი მოვლენების განვითარებას აქტიურად დააკვირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ტრანსფერები