გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე

გააზიარეთ

უეფას კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართული კლუბი იასპარეზებს.

საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999 ესტონურ ლევადიას დაუპირისპირდება, გორის დილა ლატვიურ რიგასს, ქუთაისის ტორპედო კვიპროსულ ომონიას, ხოლო სპაერი ავსტრიულ ვენის აუსტრიას შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემთხვევაში დილა და ტორპედო მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილები იქნებიან.

უეფამ უკვე გამოაცხადა შესაძლო წყვილებიც მესამე ეტაპისთვის:

ტორპედოს მეტოქე წარმატების შემთხვევაში იქნება აზალ პფკ (აზერბაიჯანი) და არისი (საბერძნეთი) შორის გამარჯვებული, დილას სუტიესკასა (მონტენეგრო) და ბეითარის (ისრაელი) წყვილიდან გამარჯვებული დაუპირისპირდება, იბერია 1999-ის მოწინააღმდეგე ტნს (უელსი) ან დიფერდანჟი (ლუქსემბურგი) შორის იქნება, სპაერს კი წარმატების შემთხვევაში ბანიკ ოსტრავა (ჩეხეთი) ან ლეგია (პოლონეთი) ელოდება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 25 ივლისს და 1 აგვისტოს გაიმართება.

წარმატების შემთხვევაში, მესამე ეტაპის შეხვედრები 8 და 15 აგვისტოს ჩატარდება.

ქართველი გულშემატკივარი იმედიანად ელის ქართული გუნდების წარმატებულ გამოსვლას და ევროსეზონის გაგრძელებას.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები