გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ვალენსიას მწვრთნელი ჩაკვეტაძის დამატებას ითხოვს

გააზიარეთ

ესპანური ვალენსია სერიოზულად არის დაინტერესებული გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირებით. როგორც TribunaVCF იტყობინება, კლუბის მთავარი მწვრთნელი კარლოს კორბერანი პირადად ცდილობს ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერის დაჩქარებას.

კორბერანი ჩაკვეტაძეს მაღალ დონეზე აფასებს და თვლის, რომ მისი თამაში მნიშვნელოვანი იქნება იმ მიზნებისთვის, რაც ვალენსიას ახალ სეზონში აქვს დასახული. სწორედ ამიტომ, სპეციალისტი ხელმძღვანელობას აქტიურად სთხოვს ქართველის დამატებას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძის ამჟამინდელი კლუბი, ინგლისური უოტფორდი, 24 წლის ფეხბურთელს შემადგენლობის მნიშვნელოვან ფიგურად მოიაზრებს, ესპანელები უკან დახევას არ აპირებენ და მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

გავრცელებული ცნობით, ჩაკვეტაძის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 4-5 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ვალენსიასთვის სავსებით მისაღები მაჩვენებელია. ესპანურ კლუბს სჯერა, რომ ტრანსფერის წარმატებით დასრულება საკმაოდ რეალურია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები