გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

პარიზელთა გამარჯვება და კვარაცხელიას ტრავმა

გააზიარეთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში პარი სენ-ჟერმენმა ლანსს 2:0 სძლია.

პარიზელებს სასტარტო შემადგენლობიდან დეზირე დუე და უსმან დემბელე აკლდათ. შეხვედრის დასაწყისშივე გუნდს ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდა, თუმცა ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. მთავარი გმირი ბრედლი ბარკოლა გახდა, რომელმაც თითო გოლი თითო ტაიმში გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც 2:0 დააფიქსირა.

კვარაცხელიას წინააღმდეგ ჯერ კიდევ საწყის წუთებში ოდსონ ედუარმა უხეშად ითამაშა მის წინააღმდეგ, 28-ე წუთზე კი ქართველმა შემტევმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. კვარა გასახდელამდე საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა აშკარად ეტყობოდა დაზიანება. ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გავრცელებულა, დაზიანების ხარისხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პსჟ-მ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და 12 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს. შემდეგ ტურში პარიზელები 21 სექტემბერს მარსელს სტუმრად დაუპირისპირდებიან, ხოლო 17 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ატალანტას უმასპინძლებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ლეგიონერები