გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

კვალიფიკაცია გავლილია, წინ დიდი გამოცდაა

გააზიარეთ

როლან გაროსის დასრულებასთან ერთად საგრუნტო ტურნირებიც მიილია და საჩოგბურთო სამყაროც ნელ-ნელა ბალახის შეჯიბრებებში ერთვება. მართალია, უიმბლდონამდე ჯერ საკმაო დროა, თუმცა ბალახის სეზონი უკვე დაიწყო და ჩოგბურთელებიც სხვადასხვა ტურნირებზე არიან გადანაწილებულნი.

ერთ-ერთი ასეთი ჰერტოგენბოშის 250-იანი ტურნირი გახლავთ, რომელიც როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორისაც იმართება. ამჯერად ყურადღებას სწორედ სუსტი სქესის წარმომადგენელთა შეჯიბრზე გავამახვილებთ, სადაც ჩვენებურმა მარიამ ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა, საამისოდ კი მას ორი მატჩის მოგება მართებდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ ნიდერლანდელი ლოეს ებელინგ კონინგი დაამარცხა 6:3, 6:2, კვალიფიკაციის ფინალში კი არც ისე სუსტ და რეიტინგის ასეულში მყოფ უნგრელ დალმა გალფის ასევე ორ პარტიაში 7:6, 6:1 აჯობა და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

რაც შეეხება მთავარ ბადეს, იქ მარიამ ბოლქვაძეს უკვე სერიოზული გამოცდის ჩაბარება ელის. მისი მეტოქე რეიტინგის მე-19 ნომერი ეკატერინა ალექსანდროვა იქნება. აღნიშნული დაპირისპირება 10 ივნისს გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი