გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

პირველად კარიერაში

გააზიარეთ

როდესაც დიდებულ ლიონელ მესიზე ვსაუბრობთ, კაცი იფიქრებს რაღა უნდა იყოს ისეთი, რაც ამ არაჩვეულებრივი ფეხბურთელის კარიერის შესახებ არ ვიცი და პირველად უნდა გავიგოო.

ცხადია, საქმე ტიტულებს და ჯილდოებს არ ეხება. ფეხბურთში დილეტანტმა ან ბავშვმაც კი იცის არგენტინელი სუპერვარსკვლავის მოგებული თასებისა თუ ოქროს ბურთების შესახებ.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ გეტყვით, რომ სულ მალე 38 წლის მესის შთამბეჭდავ კარიერაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ის მოედანზე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. ბარსელონას მაისურით ეს რომ ვერ მოხდებოდა გასაგებია, რადგან ლამის მთელი კარიერა მან კატალონიური გრანდის რიგებში გაატარა, ვიდრე 2021 წელს პსჟ-ს არ შეუერთდა და იქ ბურთი ორი სეზონი აგორა.

ამჟამად რომ ლიონელ მესი აშშ-ში თამაშობს და ინტერ მაიამის მთავარი ვარსკვლავია ყველამ ვიცით, ხოლო ოკეანისგაღმა რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გახურებულა ფეხბურთის ქომაგთათვის არც ეს უნდა იყოს ახალი ამბავი. ჰოდა, ისე მოხდა, რომ ტურნირის 1/8 ფინალში ინტერ მაიამი ფრანგულ პსჟ-ს დაუპირისპირდება და როგორც ზემოთ ვთქვით ეს იქნება პირველი პრეცენდენტი, როდესაც ვეტერანი არგენტინელი ყოფილი გუნდის პირისპირ დადგება.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულსა და ამერიკულ კლუბს შორის 1/8 ფინალური დაპირისპირება 29 ივნისს გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი