გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ჯგუფში პირველზე – პსჟ-მ სიეტლი დაამარცხა

გააზიარეთ

პსჟ-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფი მოიგო – ლუის ენრიკეს გუნდმა სიეტლს დამაჯერებლად, 2-0 სძლია და პირველ ადგილზე გავიდა.

მატჩში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, რომელსაც ვიტინიას დარტყმული ზურგში მოხვდა და ბურთს ტრაექტორია შეუცვალა, მეორე გოლი კი მეორე ტაიმში აშრაფ ჰაკიმიმ გაიტანა.

ლუის ენრიკეს გუნდი ამ მოგებით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მართალია,  პსჟ-ს და ბოტაფოგოს თანაბარი რაოდენობის ქულები ჰქონდათ, მაგრამ ბურთების სხვაობით პირველ ადგილზე პარიზელები გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ასევე ექვსი ქულით ჯგუფში ჩარჩა მადრიდის ატლეტიკო. მათთვის ბოტაფოგოსთან დღევანდელი გამარჯვება საკმარისი არ იყო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები