გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

პსჟ-მ დონარუმას ალტერნატივა წაუყენა – იტალიელი არჩევანის წინაშე

გააზიარეთ

პსჟ-ს ერთ-ერთ ლიდერს, ჯანლუიჯი დონარუმას, პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 1 წელიწადში უსრულდება, თუმცა მხარეები ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.

Le Parisien იტყობინება, რომ პსჟ-ს იტალიელის შენარჩუნება სურს, თუმცა მზად არაა, დონარუმას მიერ წაყენებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ხოლო სიტუაცია ჩიხში შედის, რის გამოც შეიძლება ყველაფერი იტალიელის ტრანსფერით დასრულდეს.

როგორც ირკვევა, პარიზული გუნდის ხელმძღვანელობამ დონარუმას ულტიმატუმი წაუყენა – ის ან მოცემულ შეთავაზებას უნდა დათანხმდეს, ან ახალი კლუბი ამ ზაფხულშივე უნდა მოძებნოს, რადგან შემდეგ წელს პსჟ-ს მისი უფასოდ გაშვება მოუწევს, რაც არ სურს.

დონარუმა პარიზელებს 2021 წელს შეუერთდა და ამ დროში 154 მატჩში მიიღო მონაწილეობა, წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში კი ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები