გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

გერმანია უმედლოდ დარჩა – ბრინჯაოს საფრანგეთი დაესაკუთრა

გააზიარეთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონის ბრინჯაოს პრიზიორია – დიდიე დეშამის გუნდმა გერმანიის ნაკრები დამაჯერებლად, 2-0 დაამარცხა.

ანგარიში ტაიმის მიწურულს კილიან მბაპემ გახსნა აურელიენ ჩუამენის ასისტით, იულიან ნაგელსმანის გუნდმა კი თამაშის მიმდინარეობა დიდად ვერც მეორე ტაიმში შეცვალა, რასაც მატჩის ბოლო წუთებზე მაიკლ ოლისეს გოლიც მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის რეალის ვარსკვლავის ანგარიშზე გოლი და შედეგიანი პასი იყო, მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება მამლების კარის დარაჯმა, მაიკ მენიომ მიიღო – მილანის მეკარემ კარი მშრალად შეინახა და ექვსი სეივი გააკეთა.

ცნობისთვის, ერთა ლიგის გამარჯვებულს 23:00 საათზე ესპანეთი და პორტუგალია გაარკვევენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები