გამოგვიწერეთ

ნაკრები

რამაზ სვანაძე შეკრებას 25 ფეხბურთელით იწყებს

გააზიარეთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ტუტნირის ფინალურ ეტაპს სლოვაკეთი უმასპინძლებს. მანამდე რამაზ სვანაძის გუნდი შეკრებას გაივლის და გუნდი ავსტრიაში 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით მოემზადება.

დაგეგმილია ამხანაგური მატჩიც: 4 ივნისს რუმინელ თანატოლებს გაეჯიბრებიან. 8 ივნისს, ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მასპინძელ ქვეყანაში განაგრძობს.

დღეს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 25-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სლოვაკეთში წამსვლელი 23 ფეხბურთელის ვინაობა კი, 4 ივნისს გახდება ცნობილი.

გაფართოებული შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბთ), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბ);

მცველები: საბა ხვადაგიანი, ირაკლი იაკობიძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე (ყველა დინამო თბ), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე, საბა საზონოვი (ორივე ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაუ, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე, თორნიკე მორჩილაძე (ორივე დინამო თბ), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰადერა, ისრაელი);

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი), ლაშა ოდიშარია (რფს, ლატვია).

ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს; 14 ივნისს საფრანგეთს ეთამაშება; ჯგუფურ ეტაპს კი, 17 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით დახურა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები