გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

რა თქვა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე

გააზიარეთ

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის მეოთხე ტურის შემდეგ, სადაც პარიზელებმა ლანსი 2:0 დაამარცხეს, ჟურნალისტებთან ისაუბრა და რამდენიმე ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.

შეხვედრაში დაზიანება მიიღეს ხვიჩა კვარაცხელიამ, კან-ინ ლიმ და ლუკას ბერალდომ. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მათ მდგომარეობაზე სრული სურათი უცნობია და პასუხებს მხოლოდ სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაიგებენ.

ლუის ენრიკე:

„ამ მომენტში არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია. უნდა დაველოდოთ, რა შედეგს გვეტყვიან ექიმები ტესტების შემდეგ. ნამდვილად რთული პერიოდია, რადგან რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებულია, თან ჩემპიონთა ლიგის სტარტი ძალიან ახლოსაა. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მოვერგოთ ასეთ გამოწვევებს. მშვიდად ვარ და მჯერა, რომ გუნდურად მოვახერხებთ პრობლემების გადალახვას. ეს არის უმაღლესი დონის ფეხბურთი, სადაც ასეთი რამ ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენი მიზანია, ოთხშაბათს გულშემატკივარი ისევ გავახაროთ. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“.

მასევე შეეხო შესაძლო ტაქტიკურ ვარიანტებს:

„ახლა არ არის დრო, რომ კონკრეტული სახელები დავასახელო, მაგრამ დამიჯერეთ – თითოეულ ფეხბურთელს ვენდობი. ჩვენ გვყავს ისეთი მოთამაშეები, ვისაც ერთზე მეტ პოზიციაზე თამაში შეუძლია და ეს ჩვენი დიდი პლუსია. საჭიროა ადაპტაცია და გუნდის გაძლიერება“.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში უკვე გამოტოვა ერთი მატჩი ტრავმის გამო და ოთხ თამაშში შედეგიანად არ გამოჩენილა. პსჟ ოთხი ტურის შემდეგ მაქსიმალური ქულებით ლიდერობს. მომდევნო ტურში, 21 სექტემბერს, პარიზელები მარსელს შეხვდებიან, მანამდე კი 17 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ატალანტას უმასპინძლებენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები