გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

რა კონტრაქტს შესთავაზებს ბარსელონა იამალს

გააზიარეთ

კატალონიის ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავმა ლამინე იამალმა წელს ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და სხვადასხვა ვერსიით ოქროს ბურთის მოგების პრეტენდენტადაც მოიაზრება.

რა თქმა უნდა, კატალონიურ გუნდს 17 წლის ფეხბურთელთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმება სურს, რომელიც იამალს წლობით დატოვებს ბლაუგრანაში.

ესპანური მედია იტყობინება, რომ ბარსელონამ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო და იამალს მსუყე კონტრაქტს უმზადებს – განახლებული პირობებით, ლამინე ხელფასის სახით სეზონში 25 მილიონს მიიღებს, რასაც დაემატება 25 მილიონიანი ბონუსი ახალი კონტრაქტის დადებისთვის, ეს თანხა კი ყოველ წელს 5-5 მილიონის სახით დაემატება რეგულარულ ხელფასს.

ამასთან ერთად, გათვალისწინებულია სხვა ბონუსებიც, რომელიც ბარსელონას წარმატებას მოჰყვება, სხვადასხვა დათვლებით კი იამალის საბოლოო ხელფასი წელიწადში 40 მილიონამდე იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები