გამოგვიწერეთ

წყალბურთი

ოლიმპი და იბერია კონფერენს ლიგას აგრძელებენ

გააზიარეთ

წყალბურთში კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ორი ქართული კლუბი ასპარეზობას აგრძელებს.

თბილისის ოლიმპი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად იტალიური ტრიესტი, ნიდერლანდური ტეტეროო და ინგლისური მანჩესტერი ჰყავდა.

ჩვენებმა პირველი მატჩი მანჩესტერს 16:10 მოუგეს, შემდეგ ტეტეროოს 14:10 აჯობეს, რითიც შემდეგ ეტაპზე თამაში ვადამდე გაინაღდეს. ბოლო ტურში ოლიმპი ტრიესტისთან 10:26 დამარცხდა.

თბილისის იბერია კი ხუთგუნდიან ჯგუფში მოხვდა, საიდანაც შემდეგ ეტაპზე სამი გადიოდა და ჩვენებიც ბოლო, მესამე გამსვლელ ადგილზე გავიდნენ.

იბერიელები ორ უნგრულ კლუბთან დამარცხდნენ – ვაშაშთან (8:16) და შეგედთან (8:17); ორიც მოიგეს: ბოსნიური ბიანკა ლუკა დიდი ანგარიშით, 27:6 დაამარცხეს; ყველაზე დრამატული კი, გასვლისთვის საჭირო მატჩი გამოდგა, რომელიც ქართულმა გუნდმა გერმანულ პოსტდამს 9:8 მოუგო.

მეორე ეტაპის წილისყრა 3 ნოემბერს გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად წყალბურთი