გამოგვიწერეთ

წყალბურთი

საქართველომ მსოფლიო თასი ბოლო ადგილით დაასრულა

გააზიარეთ

ავსტრალიაში გამართული წყალბურთელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან 12:18 წააგო და ტურნირი მერვე ადგილით დაასრულა.

რევაზ ჩომახიძის შეგირდები თავიდანვე ჩამორჩნენ: პირველი მეოთხედი 3:5 დათმეს, მეორე კი – 3:4. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ხორვატებმა 6:1 მოიგეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა 5:3 კი მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

შეგახსენებთ, ჩვენებმა მეოთხედფინალში იტალიასთან 12:18 წააგეს, შემდეგ კი, მონტენეგროსთან 16:18 დათმეს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად წყალბურთი