გამოგვიწერეთ

წყალბურთი

მსოფლიო თასამდე ნიდერლანდებთან წავაგეთ

გააზიარეთ

23-26 ივლისს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში წყალბურთელთა მსოფლიო თასი ჩატარდება. პლანეტის რვა საუკეთესო გუნდს შორის მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

რევაზ ჩომახიძის გუნდი მოახლოებული ტურნირისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგური მატჩი ნიდერლანდებთან გამართა და 14:15 დამარცხდა.

ჩვენები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში აგებდნენ: პირველი მეოთხედი 3:5 წავაგეთ; მეორეში ხუთი ბურთითაც დაწინაურდა, მაგრამ დიდ შესვენებამდე ერთი ბურთი გავქვითეთ – 4:8.

მესამე მეოთხედში სიტუაცია გამოვასწორეთ, 6:2 მოვიგეთ და ბოლო მეოთხედს თანაფარდობით შევხვდით; დასკვნით პერიოდში მოვახერხეთ და სულაც წინ გავედით – 13:12. თუმცა, დარჩენილ დროში ეს უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ და ერთი ბურთით წავაგეთ.

გეტყვით, რომ ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე საქართველოს მეტოქე მეოთხედფინალში იტალია იქნება. გამარჯვებული მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს, ხოლო წაგებული 5-8 ადგილებისთვის ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად წყალბურთი