გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

საგოლე პასი და ყვითელი

გააზიარეთ

პოლონეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში კრაკოვიამ ლოძის ვიძევს უმასპინძლა და 1:0 იმარჯვა. ამ ამბავმა იმად დაგვაინტერესა, რომ კრაკოვიას რიგებში საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე ირიცხება და გუნდისთვისაც დიდი სარგებელი მოაქვს.

ასე იყო ამ შემთხვევაშიც. კრაკოვიამ მეტოქეს მინიმალურად რომ აჯობა ჩვენებურის დამსახურებაა. მატჩის 69-ე წუთზე მარტინ მინჩევმა სწორედ კაკაბაძის პასით გაიტანა. ქართველმა მცველმა ყვითელი ბარათიც მიიღო, ხოლო Sofascore-სგან  7,6 შეფასება დაიმსახურა.

ხუთი ტურის შემდეგ კრაკოვია 10 ქულით სატურნირო ცხრილში ვისლასთან ერთად თანალიდერია.

მომდევნო მატჩს კრაკოვია 24 აგვისტოს სტუმრად პიასტას წინააღმდეგ გამართავს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი