გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მამარდა ისევ სკამზე – ლივერპულმა სეზონი დრამატული გამარჯვებით დაიწყო

გააზიარეთ

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონი ენფილდზე დაიწყო, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა ლივერპულმა მძიმე ბრძოლაში ბორნმუთი 4:2 დაამარცხა.

გიორგი მამარდაშვილი, როგორც სუპერთასზე, ამჯერადაც სათადარიგოებში დარჩა — მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა კარის დაცვა კვლავ ალისონს მიანდო.

შეხვედრის გმირი პირველი ტაიმიდანვე უგო ეკიტიკე გახდა. 37-ე წუთზე ფრანგმა შეტევა ზუსტად დაასრულა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში კოდი გაკპოს გაატანინა და ანგარიში 2:0 გახადა. თუმცა, მასპინძლებმა ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

ბორნმუთმა თამაში გამოაცოცხლა და ანტუან სემენიომ 12 წუთში დუბლი შეასრულა, რის შედეგადაც ანგარიში გათანაბრდა.

ლივერპული სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს სცენაზე ფედერიკო კიეზა გამოვიდა. იტალიელმა შემტევმა, რომელიც მოედანზე მხოლოდ 82-ე წუთზე შევიდა, 88-ე წუთზე კვლავ წინ გაიყვანა თავისი გუნდი.

დამატებულ წუთებში მოჰამედ სალაჰმაც შეაგდო, რითაც საბოლოო ანგარიში 4:2 დაფიქსირდა.

მომდევნო ტურში, 25 აგვისტოს, ლივერპული სტუმრად ნიუკასლს შეხვდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები