გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

სადებიუტო სეზონი და უკვე ლიდერობა

გააზიარეთ

რეგიონული ლიგის გ ჯგუფს (მეხუთე ლიგა) ამ დროისთვის ბათუმის ვესტ ჯორჯია ლიდერობს. ახალწვეულმა კლუბმა 17 მატჩში 15-ჯერ გაიმარჯვა და ორი ფრე ითამაშა. გუნდი 47 ქულით პირველ ადგილზეა და ხუთი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, ბათუმის დინამო 2-ს.

ჩემპიონატის მეორე წრე ბათუმელებმა 18 აგვისტოს სენაკის ეგრისთან გამარჯვებით გახსნეს – 2:0. 25 აგვისტოს კი ქუთაისში ტორპედო 2-ს დაუპირისპირდნენ და იმავე ანგარიშით, 2:0 სძლიეს. ამ შეხვედრაში გოლები თორნიკე ჯიმშელეიშვილმა და ნიკოლოზ გაბაძემ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ვესტ ჯორჯია რეგიონულ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. მანამდე კლუბი მხოლოდ აკადემიის დონეზე არსებობდა, თუმცა პირველივე წელს მოახერხა ლიდერობა და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ჩამოყალიბდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი