გამოგვიწერეთ

ნაკრები

აჩი არველაძე: თურქებთან ჩვენი მთავარი იარაღი ეს იქნება

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 სექტემბერს, თურქეთს დაუპირისპირდება.

ყოფილმა ფეხბურთელმა, არჩილ არველაძე მოსალოდნელ მატჩზე Lelo.ge-სთან ისაუბრა და რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემი აზრით, ამ ეტაპზე თურქები ოდნავ წინ არიან. ამის მიზეზი ის არის, რომ მათი წამყვანი კლუბები ევროტურნირებზე აქტიურად თამაშობენ და უფრო ადრე შევიდნენ სათამაშო ტემპში. მაგალითად, ფენერბაჰჩემ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად ძალიან მძიმე შეხვედრები ჩაატარა,“ – აღნიშნა არველაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს გარკვეული სირთულეებიც ექნება:

„სამწუხაროა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაგვეხმარება. ხვიჩა კვარაცხელიამაც ახალი სეზონისთვის მზადება ცოტა გვიან დაიწყო, რადგან ახლახან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ თბილისში თურქებმა ჩვენზე უკეთ ითამაშონ. ვფიქრობ, გამარჯვების შანსი ორივე გუნდს თანაბრად აქვს – დაახლოებით 50/50. ძალიან რთული შეხვედრა იქნება და გადამწყვეტი იქნება, ვინ გაიტანს პირველ გოლს. თურქები უფრო მეტხანს გააკონტროლებენ ბურთს, ჩვენ კი მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვითამაშოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები.“

არჩილ არველაძის აზრით, საქართველოს შეუძლია კონტრშეტევების სწორად გამოყენება:

„ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც სწრაფი შეტევების წარმართვა შესანიშნავად შეუძლიათ. აქ მნიშვნელოვანია, რა ტაქტიკას აირჩევს მწვრთნელი. ხუთმცველიანი სქემა უფრო დაცვითია, თუმცა ფლანგებიდან ჩართვები მაინც კარგად გამოგვდის. გამამხნევებელია ისიც, რომ თითქმის ყველა მოთამაშე, ვინც ნაკრებშია, აქტიურია და სათამაშო პრაქტიკა აქვს.“

საქართველოსა და თურქეთს შორის შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება და დიდი ალბათობით, ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში.

წყარო:lelo.ge

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები