გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საკანდელიძე-ქორქიას ფინალში თსუ და ქუთაისი ითამაშებენ

გააზიარეთ

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალი გასული წლის გამეორება იქნება და ერთმანეთს თსუ და ქუთაისი შეხვდებიან.

შარშანდელი ფინალი ძალიან დაძაბული იყო და თსუ-მ დამატებით დროში დაამარცხა. რა იქნება წელს, ამას 15 იანვარს გავიგებთ, მანამდე კი ნახევარფინალებზე ვთქვათ.

თსუ-ვსა 95:90

(25:24; 14:25; 27:19; 29:22)

თსუ მატჩის უმეტეს დროს მდევრის როლში იყო. უნივერსიტეტელებს აკლდათ უკანახაზელი, მალკოლმ დრამრაითი, მაგრამ ვეტერანი გიორგი ცინცაძე ბურთს ჩინებულად ათამაშებდა, რის ხარჯზეც თსუ-ს შეტევები უფრო მრავალფეროვანი იყო. ვსა კი უფრო სწრაფად, მობილურად თამაშობდა. შედეგად, ვსა დიდი შესვენებისთვის 10 ქულით დაწინაურდა, მაგრამ თსუ-მ თამაში მესამე პერიოდში დაალაგა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

ვსა ბოლო პერიოდშიც ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ თსუ-ს სწრაფი შეტევები კვენტინ ჰარდრიქტისა და გიორგი ცინცაძის სამქულიანებთან ერთად გარდამტეხი აღმოჩნდა. თსუ წინ გავიდა, ბოლო წუთებზე კი დაცვაშიც იყოჩაღა და გამარჯვებამდე მივიდა – 95:90.

ქუთაისი-რუსთავი 89:80

(10:24; 28:29; 28:8; 23:19)

გამარჯვება ქუთაისსაც გაუჭირდა. იმერული კლუბი თავიდან ძალიან ჩამორჩებოდა და მესამე პერიოდშიც გვარიანად უკან იყო, მაგრამ გამარჯვება ისე მოიპოვა, არ უნერვიულია.

დასაწყისში რუსთაველებს სროლა წუვიდათ და გიორგი ცეკვავას გაწვრთნილი გუნდი 23:5 დაწინაურდა, ხოლო დიდი შესვენების წინ 15 ქულით ლიდერობდნენ. ქუთაისმა მესამე პერიოდი 28:8 მოიგო და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

საბოლოოდ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა 89:80 მოიგეს და მემორიალის ფინალში თსუ-ს შეუერთდნენ.

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის 21-ე გათამაშების სატიტულო მატჩი 15 იანვარს, დიღომი არენაზე, 19:00 საათზე გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი