გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

სამუელ უმტიტის ნაადრევი დასასრული

გააზიარეთ

ერთი შეხედვით თითქოს განსაკუთრებული არაფერი ფეხბურთელი იყო, თუმცა ყველა გუნდში სადაც კი ითამაშა ბოლო ჭანჭიკს ნამდვილად ვერ ვუწოდებდით. ბოლოს და ბოლოს კაცი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მოკლედ, სამუელ უმტიტმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა და თანაც არცთუ ისე „ბებრულ“ ასაკში. 31 წლის ფეხბურთელზე ვეტერანიაო ნამდვილად ვერ ვიტყვით.

უმტიტმა ამ ამბის შესახებ საფეხბურთო სამყაროს საკუთარი სოციალური ქსელით აცნობა.

„დაძაბული კარიერის შემდეგ, რომელიც აღმასვლებით და დაცემებით იყო სავსე, დამშვიდობების დრო მოვიდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა კლუბს სადაც მითამაშია. მე გავეცი ყველაფერი და არაფერს ვნანობ. მადლობა ყველა პრეზიდენტს, მწვრთნელს, თანაგუნდელს, რომლებთანაც მუშაობა მომიხდა“ – დაწერა სამუელ უმტიტმა და ბუცებიც ლურსმანზე ჩამოკიდა.

სამუელ უმტიტის მთავარი მიღწევა რომ საფრანგეთის ნაკრების მაისურით 2018 წლის მონდიალის მოგებაა ორი აზრი არ არსებობს, თუმცა საკლუბო კარიერითაც შეუძლია თამამად დაიკვეხნოს. განსაკუთრებით ბარსელონაში გატარებული პერიოდით, როდესაც კატალონიურ გრანდს ორ-ორჯერ ლა ლიგისა და სუპერთასის, ასევე სამჯერ სამეფო თასის მოგებაში დაეხმარა.

უმტიტის კოლექციაშია ასევე ლიონში მოგებული საფრანგეთის თასი და სუპერთასი. ფრანგმა ფეხბურთელმა ასევე ითამაშა ლილში, კარიერის მიწურულს კი ბურთს იტალიურ ლეჩეში აგორებდა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი