გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძე: ამასთან დაკავშირებით მწვანე შუქი მაქვს

გააზიარეთ

გოგა ბითაძე ახალ სეზონს კვლავ ორლანდო მეჯიქში შეხვდება, თუმცა ამჯერად ანალიტიკოსებსაც და თავად კალათბურთელსაც სჯერათ, რომ მისი როლი წინა სეზონთან შედარებით გაზრდილი იქნება.

გოგამ ამასთან დაკავშირებით ტრადიციულ მედიის დღეზე ისაუბრა, სადაც ჟურნალისტები ყველა კალათბურთელს კომენტარს ართმევენ:

“კარგ ფორმაში ვარ, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. კარგია, რომ ზაფხულის დიდი ნაწილი ნაკრებთან ერთად გავატარე, სადაც მუდმივი პრაქტიკა მქონდა, ახალ სეზონს კარგ კონდიციებში ვხვდები.

სროლასთან დაკავშირებით უფრო თავდაჯერებული ვარ. ყველამ იცის, რომ კარგი უნარები მაქვს, მათ შორის სროლაც კარგად გამომდის, რაც ევრობასკეტზე დავამტკიცე. ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს, რომ სამქულიანები არ უნდა მესროლა, ამასთან დაკავშირებით მწვანე შუქი მაქვს და, ვფიქრობ, როცა შანსი მომეცემა, რამდენჯერმე პერიმეტრიდან ვისვრი კიდეც”, – განაცხადა ბითაძემ.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი