გამოგვიწერეთ

ნაკრები

სანიოლი: თუ მეკარეების უთამაშებლობა გაგრძელდა, პრობლემა იქნება

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 4 სექტემბერს თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთთან შეხვედრით გახსნის. რამდენიმე დღის შემდეგ იგივე სტადიონზე ბულგარეთსაც უმასპინძლებს.

საკვანძო დაპირისპირებამდე მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

თურქეთზე: “ჩვენთვის უმთავრესია არა მხოლოდ შედეგი, არამედ ის, რამდენად სწორად შევასრულებთ ჩვენს გეგმებს. თურქეთი ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია ჩვენი მიზნების მიღწევა.”

ტაქტიკასა და შემადგენლობაზე: “ჩემი აზრით, ამ საკვალიფიკაციოში მთავარი არაა მხოლოდ ტაქტიკა, არამედ ფეხბურთელები, ვინც მოედანზე გავლენას მოახდენს. ჯერ უნდა განვსაზღვროთ, როგორ ვუდგებით კონკრეტულ თამაშებს და შემდეგ დავგეგმოთ სქემები. ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება ეს დაცვის ხაზთან თუ შეტევასთან დაკავშირებული, არ ცვლის ფაქტს — გუნდს აქვს რესურსი წარმატებისთვის.”

ახალგაზრდა ფეხბურთელებზე: “როდესაც საქართველოს ნაკრებში მოვედი, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდების ინტეგრაცია. მაგალითად, ლომინაძე უკვე დიდი ხანია კანდიდატია. აბუაშვილს პორტუგალიაში სათამაშო დრო ცოტა ჰქონდა, ახლა კი ახალ კლუბში სერიოზული გამოწვევა მიიღო და ამიტომაც მივეცით შანსი. საუბარი იყო გიორგის კვერნაძეზეც, მაგრამ ამჯერად არჩევანი აბუაშვილზე შევაჩერეთ. თაობათა განახლების პროცესი გრძელდება და ნაკრების კარი ყოველთვის ღიაა.”

ჩაკვეტაძეზე: “გიორგი ჩაკვეტაძე აპრილიდან ვერ თამაშობს და მისი არყოფნა ჩვენს გუნდს ნამდვილად აკლია. ლაშა დვალიც ჯერ მზად არ არის.

მეკარეებზე: სამწუხაროა, რომ პირველი და მეორე ნომერი ამ დროისთვის ძირითადში არ არიან. მეკარეებისთვის ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა სხვებზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, პრობლემა გახდება.“

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები