გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველომ აზერბაიჯანი ამხანაგურად დაამარცხა

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

თამაში ავთანდილ ასათიანის გუნდის უპირატესობით დაიწყო და ექვს წუთში ორი ბურთით დაწინაურდნენ. გოლები ვახტანგ ჯვარაშვილმა და ჯანიკო გიორგაიამ შეაგდეს. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

შესვენების შემდეგ ნიჰად ისმაილოვმა შემცირა სხვაობა, მაგრამ მალევე ირაკლი თოდუამ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. დარჩენილ დროში აზერბაიჯანელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს თამაშში დარჩენილიყვნენ, მაგრამ ნიკოლოზ კურტანიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.

11 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ეს გუნდები მეორე ამხანაგურ მატჩს ითამაშებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები