გამოგვიწერეთ

წყალბურთი

საქართველომ ევროპა მეათე ადგილზე დაასრულა

გააზიარეთ

2026 წლის ევროპის ჩემპიონატი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მეცხრე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთთან 13:16 დამარცხდა.

ათანასიოს კაჩეგიასის გუნდმა სიზუსტემ და უყურადღებობამ დაღუპა. ჩვენებმა ცუდი პროცენტით დაარტყეს კარში, მეკარის მოგერიებულ ბურთს კი, ხშირ შემთხვევებში კონტრშეტევები და ჩვენს კარში გოლი მოჰყვა.

პირველი პერიოდში 2:4 ჩამოვრჩით, მეორეს დასაწყისში ანგარიში გავათანაბრეთ, მაგრამ შეცდომების შედეგად დიდი შესვენებისთვის უკვე სოლიდურად ვაგებდით – 6:10. ამ სხვაობის შემდეგ თამაშის მოტრიალება უკვე რთული იყო. ამასთან ფრანგები ნაკლებ შეცდომებს უშვებდნენ და ჩვენებმა მხოლოდ დასკვნით პერიოდში მოახერხეს ანგარიშის შემცირება და ისიც ერთი ბურთით.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად წყალბურთი