გამოგვიწერეთ

წყალბურთი

საქართველო ევროპაზე მოხვედრას თბილისიდან შეეცდება

გააზიარეთ

9-11 ივნისს თბილისი წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს.

საქართველოს დედაქალაქში თავს ჩვენი გუნდის გარდა თავს ისრაელის, შვეიცარიისა და ბულგარეთის ნაკრებები მოიყრიან. მატჩები ოლიმპიკის აუზზე ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები 9 ივნისს ბულგარეთს ეთამაშება, მომდევნო დღეს მეტოქე შვეიცარია იქნება, ხოლო დასკვნითი თამაში ისრაელის გუნდთან მოუწევს. ჩვენი გუნდის ყველა მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ჯგუფიდან ორი საუკეთესო ნაკრები გადის. ჯგუფის სიძლიერიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს.

თბილისის გარდა კიდევ სამი ჯგუფია და ევროპის ჩემპიონატის საგზურს რვა გუნდი მიიღებს და შეუერთდება იმ რვა გუნდს, ვინც ამის უფლება წინა ევროპის ჩემპიონატის შედეგებიდან გამომიდინარე მიიღეს.

ესენი არიან: სერბეთი, ესპანეთი, ხორვატია, იტალია, უნგრეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო და რუმინეთი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად წყალბურთი