გამოგვიწერეთ

წყალბურთი

საქართველო მსოფლიო თასისთვის დაირაზმა

გააზიარეთ

22-26 ივლისს ავსტრალიის ქალაქი სიდნეი წყალბურთელთა მსოფლიო თასს უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას რვა ნაკრები მიიღებს და მათ შორის იქნება საქართველოს ეროვნული გუნდის.

რევაზ ჩომახიძის შეგირდებთან ერთად ავსტრალიაში ასევე იქნებიან მასპინძლები, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ხორვატიისა და მონტენეგროს ნაკრებებიც.

ქართველი წყალბურთელები პირველ მატჩს 23 ივლისს, თბილისის დროით 09:00 საათზე იტალიასთან ითამაშებენ.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეჯიბრებისთვის შემადგენლობა დაასახელა:

ბექა კაპანაძე, გიორგი გვეტაძე, ნიკა შუშიაშვილი, ლუკა ჩიქოვანი, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ანდრია ბითაძე, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, ხვიჩა ჯახაია, ბესარიონ ახვლედიანი, საბა ტყეშელაშვილი, დრაგოლიუბ როგაჩი, საბა მაჭავარიანი, დუშან ვასიჩი.

უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ ნაკრებისგან განსხვავებით, რომელმაც მსოფლიო თასის საგზური მოიპოვა, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა: ავსტრალიაში არ იქნებიან გუნდის ძირითადი მეკარე ირაკლი რაზმაძე და ნატურალიზებული წყალბურთელები – ველკო ტანკოშიჩი, შტეფან პიეშივაცი, ანდრია ვლაჰოვიჩი, იოვან სარიჩი.

მათ ნაცვლად „მწვანე კონტინენტზე“ გაემგზავრნენ ბექა კაპანაძე, სანდრო ადეიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე და დრაგოლიუბ როგაჩი.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად წყალბურთი