გამოგვიწერეთ

წყალბურთი

საქართველომ OTP თასი ბოლო ადგილით დაასრულა

გააზიარეთ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის ემზადება. რევაზ ჩომახიძის გუნდი უნგრეთში OTP თასზე მონაწილეობდა და სამივე მატჩი წააგო.

საქართველოს ნაკრები ჯერ სერბეთთან (10:20) დამარცხდა; შემდეგ ნიდერლანდებთან (14:15) ბრძოლაში წააგო; ბოლო ტურში კი, მასპინძლებთან (17:24) დათმეს.

OTP თასზე ადგილები საბოლოოდ ასე განაწილდა: უნგრეთი – 9 ქულა; სერბეთი – 6; ნიდერლანდები – 3; საქართველო – 0.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასი 23 ივლისს დაიწყება. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში იტალიას ეთამაშება; ტურნირის ამავე სტადიაზე ასევე ითამაშებენ: ესპანეთი-ავსტრალია; უნგრეთი-ხორვატია; საბერძნეთი-ჩერნოგორია.

25 ივლისს ნახევარფინალებია ჩანიშნული. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი იტალიელებთან გამარჯვების შემთხვევაში ბერძნებსა და ჩერნოგიელებს შორის მოგებულს ეთამაშება. წაგების შემთხვევაში კი, ბრძოლას 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად წყალბურთი