გამოგვიწერეთ

ნაკრები

სვანაძე: მარტივ შეხვედრას ნამდვილად არ ველი, თუმცა..

გააზიარეთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის მესამე ტურისთვის ემზადება. გუნდი მალტას სტუმრად, ტა-ქალიში მდებარე „სენტენარი“ სტადიონზე დაუპირისპირდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ახალგაზრდა “ჯვაროსნებმა” ბოლო ვარჯიში ჩაატარეს.

შეხვედრის წინ კომენტარები გააკეთეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ნახევარმცველმა მიხეილ მაქაცარიამ.

რამაზ სვანაძე:

„მზადების პროცესი ნორმალურად წარიმართა. ეს დღეები მთლიანად აღდგენისა და ფიზიკური ფორმის დაბრუნებას დავუთმეთ. თამაშამდე გუნდი მზად არის როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. მარტივ შეხვედრას ნამდვილად არ ველი, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ ის დავალებები შესრულდება, რაზეც ვიმუშავეთ, შედეგიც შესაბამისი იქნება. ბევრი ფეხბურთელი სწორედ ახლა უნდა გამოიჩინოს თავი — მათ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი. ჩვენი მიზანი უცვლელია: საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდეთ.“

მიხეილ მაქაცარია:

„გუნდში კარგი ატმოსფეროა, ყველა მოტივირებულია. ვიცით, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მალტას, შესაბამისად, ყურადღებით უნდა ვიყოთ. ძალიან გვინდა პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ და ამით ჯგუფში ვითარება მოვასწოროთ.“

მალტა – საქართველოს შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე დაიწყება.

ორი ტურის შემდეგ მდგომარეობა ასეთია:

საბერძნეთი – ექვსი ქულა, ჩრდილოეთ ირლანდია – ოთხი, გერმანია – სამი,  საქართველო – ორი, ლატვია – ერთი, მალტა – 0.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები