გამოგვიწერეთ

ნაკრები

სვანაძე: “სიტუაციას უფრო კარგად ამ მატჩის შემდეგ შევაფასებ”

გააზიარეთ

ახალი სახეებით დაკომპლექტებული 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს მალტასთან და ლატვიასთან მატჩებით გააგრძელებს.

მატჩის წინ მცირე კომენტარი გააკეთა ასაკობრივი ნაკრების თავკაცმა რამაზ სვანაძემ:

ჯერ ლატვიასთან მატჩზე ვისაუბრებ, რთულ შეხვედრას ველოდები, მაგრამ ვიცით, რომ ქულები ძალიან გვჭირდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შედეგი ჩვენთვის სასიკეთო იყოს. ამ მატჩის შემდგომ უკვე უფრო კონკრეტულად შევაფასებ სიტუაციას.

თამაშის ხარისხში პროგრესს ველი. ახალი შეკრებილნი ვართ და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული შეხვედრა უკეთესი იყოს. 

ნოემბრის შეკრებამდე, სადაც ჯგუფის ლიდერებს დავუპირისპირდებით, ეს ჩვენი ბოლო რეპეტიციაა და ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად შევთამაშდეთ”, – განაცხადა სვანაძემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები