გამოგვიწერეთ

ნაკრები

სვანაძის ნაკრებმა ქუთაისში ვერ მოიგო

გააზიარეთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ქუთაისში ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ დაიწყო. შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა.

მატჩის სტარტი კარგი გამოდგა – უკვე მე-7 წუთზე იერიშის შემდეგ ირაკლი იეგოიანმა ძლიერად დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კუთხური მოიპოვეს. სტანდარტის დროს საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რომელშიც საბოლოოდ გაბრიელ სიგუამ თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი ნაკრები აშკარად დაფრთხა. ინიციატივა ჩრდილოეთ ირლანდიელებს დარჩათ, რასაც მეორე ნახევარში მოჰყვა გათანაბრება – 66-ე წუთზე მეტიუ ორიმ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ახლო დარტყმით ქართველების კარში შეაგდო.

ბოლოს უკვე ყველაფერი წაგებისკენ მიდიოდა, მაგრამ ალექსანდრე ნარიმანიძის გმირულმა ეპიზოდმა საქართველო გადაარჩინა – მან დამატებით წუთებში ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა და ქულა შეინარჩუნა.

რამაზ სვანაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უკვე მესამე საკვალიფიკაციო ციკლი დაიწყო. მიუხედავად კარგი დასაწყისისა, მატჩის შემდგომ სურათი ნაკლებად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და გუნდმა მოგების შანსი გაუშვა.

F ჯგუფის მეორე შეხვედრაში საბერძნეთი მალტას ესტუმრა და პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა, ხოლო მოგვიანებით გერმანია ლატვიას დაუპირისპირდა.

შემდეგი ტურისთვის საქართველოს ნაკრები 10 ოქტომბერს ლატვიას ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი მალტას დაუპირისპირდება. ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ ფინალურ ეტაპზე გავა, რომელიც სერბეთსა და ალბანეთში ჩატარდება. მეორეადგილოსნები პლეი-ოფში მოიპოვებენ შანსს, თუმცა ერთ საუკეთესო მეორეადგილოსანს უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზეც ექნება ადგილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები