გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

სლოვანის დამაჯერებელი მოგება და ქართველების მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგაზე

გააზიარეთ

22 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართა, სადაც წარმატებით იასპარეზა გურამ კაშიას სლოვაკურმა სლოვანმა. ბრატისლაველებმა საკუთარ მოედანზე ბოსნიის წარმომადგენელი ზრინსკი მიიღეს და საკმაოდ დამაჯერებლად – 4:0 დაამარცხეს.

შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშა და სრული 90 წუთი ჩაატარა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა დიდი უპირატესობა პირველივე შეხვედრაში მოიპოვა. გოლები ტიგრან ბარსეგიანმა, დავიდ შტრელცმა, მარკო ტოლიჩმა და მიკოლა კუხარევიჩმა გაიტანეს.

სლოვანი მომდევნო ეტაპზე ფინეთის კუპსსა და ყაზახეთის ქაირატს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მათი პირველი დაპირისპირება ფინეთში გაიმართა და კუპსმა 2:0 მოიგო.

სწორედ ამ წყვილში ასპარეზობს ყაზახეთის ქაირათი, რომლის რიგებშიც ორი ქართველი, გიორგი ზარია და ლუკა გადრანი თამაშობენ. პირველ შეხვედრაში ზარიამ მოედანზე მხოლოდ 18 წუთი დაჰყო, ხოლო გადრანი განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში ჩართვა ვერ მოახერხა.

დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში გამორჩეული შედეგით დაბრუნდა შვედური მალმიოც, რომელმაც სტუმრად რფს (RFS) ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ფაქტობრივად მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური გაინაღდა. სამწუხაროდ, ლაშა ოდიშარიას შანსი ამჯერად არ მიეცა და იგი სათადარიგოთა შორის დარჩა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მალმიომ დაამარცხა თბილისური იბერია პირველ ეტაპზე – ორმატჩიან დუელში შვედებმა 6:2 იმარჯვეს.

განმეორებითი მატჩები 29 ივლისს გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები