გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

სპალეტი იტალიის ნაკრებიდან მიდის

გააზიარეთ

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი ნაკრებს ემშვიდობება. მან თავად გამოაცხადა, რომ ხვალ, მოლდოვასთან გასამართი ამხანაგური შეხვედრა მისი ბოლო მატჩი იქნება “აძურის” სათავეში. როგორც სპალეტიმ ემოციურ პრესკონფერენციაზე თქვა, მატჩის შემდეგ კონტრაქტის შეწყვეტას დათანხმდება.

“მოლდოვასთან მატჩი ჩემი უკანასკნელი იქნება. შემდეგ კონტრაქტს შევწყვეტ. ვაცნობიერებ, რომ უარყოფითი შედეგებით ზიანი მივაყენე ჩვენს მიზნებს”, – განაცხადა მწვრთნელმა.

სპალეტიმ თქვა, რომ გადაწყვეტილება თავად არ მიუღია. როგორც აღნიშნა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გუშინ საღამოს განუცხადა, რომ მის გათავისუფლებას გეგმავდნენ.

“ვეცადე, მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ შედეგები არასაკმარისი აღმოჩნდა. ამ როლს ყოველთვის ქვეყნის სამსახურად აღვიქვამდი”, – დასძინა მან.

სპალეტი ემოციურ ფონზე წარსულ პერიოდსაც შეეხო და თავის თავში იმედგაცრუება არ დამალა:

“მტკიოდა, რომ საუკეთესო ვერ გამოვავლინე, ვერ მივაღწიე იმ თამაშის ხარისხს, რაც მინდოდა. გუშინდელი პრესკონფერენციის კომენტარებიც უკვე მიანიშნებდა ჩემს მომავალზე. ვცადე ერთიანობის შექმნა, მაგრამ შედეგები არასაკმარისი იყო. დღემდე მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას შევძლებდით.”

მწვრთნელმა მადლობა გადაუხადა ფეხბურთელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი შემცვლელი გუნდის სათავეში უკეთეს შედეგებს მიაღწევს:

“ხვალინდელი მატჩი უნდა იყოს ის, რაც გამოხატავს ამ მაისურის სიდიადეს. ამ ფეხბურთელების მჯერა და ვთხოვ, აჩვენონ საუკეთესო. თუ მომავალში კვლავ გამოიძახებენ, ე.ი. მე სწორად შევარჩიე ისინი.”

პრესკონფერენციის ბოლოს სპალეტიმ ყველა თანაშემწეს მადლობა გადაუხადა და ცრემლიანი თვალებით დატოვა დარბაზი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ფეხბურთი