გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქუთაისში დაბრუნება და უფერული ფრე

გააზიარეთ

8-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაბრუნდა და ქუთაისელ გულშემატკივარს დიდი საფეხბურთო ემოცია აჩუქა. ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში კაბო ვერდეს დაუპირისპირდა და მატჩი 1:1 დასრულდა.

სანიოლმა საწყის თერთმეტეულში ფარერებთან მოგებული თამაშის შემდეგ მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა – მარჯვენა ფლანგზე ლევან შენგელიას ნაცვლად ვლადიმერ მამუჩაშვილი გამოჩნდა.

მატჩის პირველივე წუთებიდან ნათელი გახდა, რომ საქართველოს ნაკრებს თამაში ისე არ წაუვიდა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. გუნდს ბურთის კონტროლი უჭირდა და შეტევებიც იშვიათად გამოსდიოდა. მიუხედავად ამისა, საწყის ეტაპზე შეიქმნა კარგი მომენტი – გიორგი ქვილითაიას ჩაჭრილი პასით გიორგი გულიაშვილი სივრცეში გავიდა, რომელმაც ნიკა გაგნიძე მოძებნა, თუმცა მის დარტყმას სიზუსტე და ძალა დააკლდა – პირველი სანაკრებო გოლი ამჯერად არ გამოვიდა.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები თავდასხმაში უფრო ნაკლებად სახიფათო იყო, ვიდრე მეტოქე. სტუმრებმა მარცხენა ფლანგიდან ერთ-ერთ მომენტში სახიფათო შეტევა განახორციელეს და გუგეშაშვილი თამაში ჩაერთო – 26 წლის მეკარემ კარის გადარჩენა შეძლო და მთლიანობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

მიუხედავად რთული პირველი ნახევრისა, საქართველოს ნაკრებმა შესვენებამდე მაინც შეძლო გატანა – ნიკა გაგნიძემ ბურთი კარგად მოაწოდა საბა ლობჟანიძეს, რომელმაც მომენტი გოლად აქცია და ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში სანიოლის გუნდი თამაშის დინამიკას ბოლომდე ვერ აკონტროლებდა. ნახევარდაცვასა და დაცვას შორის არსებული დაშორება ხელს უშლიდა ბურთის ამოტანაში და მეტოქის ზეწოლაც იგრძნობოდა.

77-ე წუთზე კაბო ვერდეს შესაძლებლობა მიეცა ანგარიში გაეთანაბრებინა – საჯარიმოში ლაშა დვალს ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა. გუგეშაშვილმა კუთხე გამოიცნო, თუმცა რიკარდო მენდესმა უპირატესობა მაინც მოიპოვა – 1:1.

საბოლოოდ, ივნისის სანაკრებო ფანჯარა საქართველოს ნაკრებმა ფრით დაასრულა – ორი მატჩი, ერთი გამარჯვება, ერთი ფრე, ორი გატანილი და ერთი გაშვებული გოლი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ნაკრები