გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სპორტინგში ქოჩორაშვილის დებიუტის თარიღი ცნობილია

გააზიარეთ

26 წლის ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის პორტუგალიურ სპორტინგში დებიუტი მალე შედგება. ლისაბონურ გრანდში მის გამოსვლას გულშემატკივრები 16 ივლისს, სელტიკთან ამხანაგურ მატჩში ელოდებიან. ინფორმაციას პორტუგალიური მედია ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერც სრულფასოვანი ვარჯიში შეძლო და ვერც 11 ივლისს გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. ქოჩორაშვილს ტრავმა წინა სეზონიდან, ლევანტეს პერიოდში გაჰყვა, რის გამოც ახლაც ინდივიდუალურად ემზადება.

პორტუგალიური გამოცემა Leonino იუწყება, რომ ფეხბურთელი უკვე ახლოსაა გამოჯანმრთელებასთან და სპეციალური აღდგენითი გეგმის შესრულების შემდეგ მზად იქნება მოედანზე გამოსასვლელად. სწორედ ამიტომ მის დებიუტს მომავალ ოთხშაბათს, 16 ივლისს ელიან.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგს მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები