
სუპერლიგის მერვე ტური ლიდერებისთვის უიღბლოდ დაიწყო. ჯერ მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა და სამივე ლიდერმა – ქუთაისმა, თსუ-მ და მათ კვალში მყოფმა ვსა-მ წააგეს.
ქუთაისელები თბილისი არენაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან 89:100 დამარცხდნენ. რიონისპირელებს ჰქონდათ თამაშის გადარჩენის შანსი, როცა პირველი ტაიმის ცხრა ქულით წაგების შემდეგ ლიდერობა მოიპოვეს. თუმცა, ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა უკეთესი ხასიათი გამოავლინა, გუნდური დაცვითი თამაშისა და შეტევაში ზუსტი თამაშის წყალობით იმდენი მოახერხა, რომ ბოლო პერიოდში მეტოქეს 12 ქულით გაექცა და თამაშის ბოლო წუთებს აზრი დაუკარგა.
კსუ-ში 20 ქულით საუკეთესო იყო ლუკა მაზიაშვილი; ქუთაისელთაგან 27 ქულით ტაირი ბოიკინი გამოირჩა, მაგრამ გუნდს ამით ვერაფერი არგო.
ქუთაისმა მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი განიცადა და პოტენციური ლიდერი ერთი წაგების მქონე თსუ გახდა, რომელსაც ქუთაისელთა მატჩის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ბათუმში შეხვედრა ელოდა. დაძაბულ, ურთულეს ბრძოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა შეხვედრა 74:77 დათმო და ერთპიროვნულად ვერ გალიდერდა.
აქაც თითქმის იგივე სცენარი გათამაშდა, რაც კსუ-ქუთაისის მატჩში. თავდაპირველად თსუ გვარიანად ჩამორჩა. 10 ქულაზე მეტით აგებდა, მაგრამ მოახერხა და მესამე პერიოდში წინაც გავიდა. ზღვისპირელები არ გატყდნენ და ბოლო პერიოდში, ბოლო წამებზე გამარჯვება მოიპოვეს. ქულა-ქულაში მიმდინარე ბოლო წუთზე საკვანძო აღმოჩნდა თსუ-ელი მალკოლმ დრამრაიტის შეცდომა, როცა ბოლო წამებზე, როცა თსუ ქულით აგებდა, ამერიკელმა ლეგიონერმა შეტევაში ბურთი დაკარგა.
საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე მაირინ ტომასმა საჯარიმოებით 77:74 დააწინაურა ბათუმი და თსუ-ს გასათანაბრებლად დრო დარჩა, მაგრამ ალექსანდრე ფევაძემ სამქულიანი ააცილა. თუმცა ბურთი აუტში ბათუმელთაგან გადავიდა და თბილისელებს გასათანაბრებლად 1.4 წამი დარჩათ. ამჯერად სამქულიანი მიხეილ ბერიშვილმა ესროლა, რომელიც არ ჩავარდა და ბათუმმა ურთულესი გამარჯვება მოიპოვა.
დაბოლოს ვსა-ს მარცხი, რომელიც წინა ტურამდე თსუ-სა და ქუთაისთან ერთად ლიდერი იყო, მაგრამ ტყიბულში ორბთან ქულით დამარცხდა და ლიდერთა კვალში აღმოჩნდა. ვსა რუსთავს მასპინძლობდა და რომ მოეგო, დაკარგული ქულებით თსუ-სა და ქუთაისს ეწეოდა, მაგრამ ვერ მოახერხა.
თამაში რუსთაველთა უპირატესობით როგორც დაიწყო, ისე დასრულდა. ფავორიტად შერაცხულმა ვსა-მ მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია – 75:96.
რუსთავისთვის ეს გახლდათ სეზონის მესამე გამარჯვება, ხოლო ვსა-სთვის მესამე მარცხი.
მერვე ტური დღეს დასრულდება: გურჯაანში დელტა გორის ივერიონს მიიღებს, ხოლო ზესტაფონში მარგვეთი ტყიბულის ორბს უმასპინძლებს.
იხილე მეტი
-
ევროტურნირები
/ 7 წუთი agoკვარა: ბრაზილიური ტალანტი ყველასგან განსხვავებულია
გააზიარეთხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი კიდევ ერთ ტიტულს შეუტევს – ლუის ენრიკეს გუნდი ამჯერად საკონტინენტთაშორისო...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 2 საათის agoსუპერლიგის მერვე ტური ლიდერების მარცხით დაიწყო
გააზიარეთსუპერლიგის მერვე ტური ლიდერებისთვის უიღბლოდ დაიწყო. ჯერ მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა და სამივე ლიდერმა...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 13 საათის agoFIFA-ს ვერსიით უსმან დემბელე საუკეთესოა
გააზიარეთკატარის დედაქალაქ დოჰაში FIFA-ს ვერსიით 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლევანდელი წლის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი